მკითხველი, დონარი სამადაშვილის შეფასება, დოქტორი ჯო დისპენზას წიგნზე, “შეცვალე ქვეცნობიერი“.
მკითხველი, დონარი სამადაშვილი გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას, დოქტორი ჯო დისპენზას წიგნზე, “შეცვალე ქვეცნობიერი“.
"ცხოვრებისგან დაღლილს ერთხელ მაინც გინატრია ნეტავ ისევ ბავშვი იყო და ახლიდან იწყებდე ცხოვრებას, ისე როგორც წაგებული თამაში, თავიდან გეთამაშა.
ცხოვრება კი თამაში არ არის, ის ერთხელ გვეძლევა და თითოეული ჩვენგანისთვის უნიკალურია. როცა დაფიქრები საკუთარ ცხოვრებაზე და უკმაყოფილების განცდა გეუფლება, არ მოგწონს ის, თუ როგორ ცხოვრობ, გეცოდება საკუთარი თავი, ეს კითხვა კი, თავს არ განებებს "ნუთუ ამისთვის მოვედი? " აქ, ამ სიტუაციაში, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, თუ არა ახალი რეალობის შექმნა, რასაც დოქტორი ჯო დისპენზას, " შეცვალე ქვეცნობიერი" გვთავაზობს. ჩვენი ტვინი ჩართულია ყველაფერში რასაც ვაკეთებთ, მას ახსოვს ყველაფერი რაც გამოგვივლია და მუდმივად მუშაობს იმ გამოცდილებით რაც აქვს მარაგში. ამ მარაგს კი ქვეცნობიერი ჰქვია, რომელსაც თუ ახალ გამოცდილებას არ მივაწვდით ახალი რეალობაც არ შეიქმნება.
სწორედ ამ წიგნში წაიკითხავთ, თუ როგორ შექმნათ ახალი "მარაგი", "ახალი გამოცდილება" იმისთვის, რომ ახალ რეალობაში გაიღვიძოთ, იმ რეალობაში, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით.