ჩვენ შესახებ
გამომცემლობა „წიგნი+ერი“ დაარსდა 2012წელს . გამომცემლობა ემსახურება ქართველი ერის სულიერი და მატერიალური ფასეულობების წარმოჩინებას, რელიქტური და ენდემური ღირებულებების გამომზეურებას. მარცვალ–მარცვალ კრეფს იმ ძვირფასს, ხალასს, ეროვნულს, რაც ქართველს ქარცეცხლიან საუკუნეებში შეუქმნია, სისტემაში მოჰყავს, გამოსაცემად ამზადებს და მომთხოვნი ქართველი მკითხველის სამსჯავროზე გამოაქვს.
საილუსტრაციოდ გამოდგება სერიული გამოცემა „ჩვენი ღირსებანი“, რომლის თერთმეტი ტომი უკვე გამოცემულია. .
გამომცემლობა „წიგნი+ერი“-თვის პრიორიტეტულია ორენოვანი, სასაჩუქრე გამოცემები როგორიცაა მაგ. ვაჟა- ფშაველა რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით და სხვა. გამომცემლობის მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს ასევე ფსიქოლოგია. უკვე ითარგმნა გერმანულიდან და გამოიცა ისეთი მნიშვნელოვანი გამოცემა -“ბესტსელერები“, როგორიცაა ფრიც რიმანის „შიშის ძირითადი ფორმები“, „სიყვარულის უნარი“ და „დაბერების ხელოვნება“. ავტორთა კოლექტივის კრებულები ფსიქოანალიზში: ,,ასე სწავლობენ ბავშვები ლაპარაკს’’ და ,,დედიკოს ბიჭი თუ სუპერმენი’’. ამ მიმართულებითაც გამომცემლობა არაერთ სასიამოვნო და საჭირო სიახლეს შესთავაზებს მკითხველს.