რეცენზია წიგნზე, „ჩვენი ღირსებანი“

„ქართველები საოცარი ხალხიაო, - ხმა გავრცელდა მთელს მსოფლიოში.

მართალიც არის!

ერთმა ისტორიკოსმა თქვა: საქართველოს სახურავი რომ გადახურო, ერთი დიდი, უნიკალური მუზეუმი გამოვაო..

ამ პაწაწინა ქვეყნის ერთ ციდა მიწაზე, თითქოს, მსოფლიო ცივილიზაციას მოუყრია თავი. რატომ?

იმიტომ, რომ ხალხი გამორჩეული იყო, გული ერჩოდათ. იბრძოდნენ, თავს იცავდნენ, ვერ ერეოდნენ. არც გარჯა აკლდათ. შრომა იცოდნენ, პური მოჰყავდათ, ღვინოს წურავდნენ, წყალი ღვთის წყალობით ბევრი ჰქონდათ.

მომავლის იმედი ჰქონდათ. აშენებდნენ. „მშრალად აწყობდნენ“ ან კირით ადუღებდნენ ვეებერთელა ლოდებს. „კირითხურონი“ იყვნენ.

აშენებდა ყველა, მღვდელი თევდორე და ხარი ლომა, ბექა და ბეშქენ ოპიზრები, არსაკიძეები.

„წიგნი+ერი“-ს უნიკალური 11 ტომეული "ჩვენი ღირსებანი", რაზეც მეცნიერების დიდმა ჯგუფმა იმუშავა, აერთიანებს საუკუნეების მანძილზე მოპოვებულ და შექმნილ საქართველოს სულიერ და მატერიალურ ფასეულობებს:

  • ეკლესიის სიწმინდეები
  • ქართული ენა და დამწერლობა
  • ხორბლის კულტურა
  • ქართული ვაზი
  • ქართული ფუტკარი
  • აბრეშუმი საქართველოში
  • ფლორა და ფაუნა
  • მიწისზედა და მიწისქვეშა სიმდიდრეები
  • ჰიდრომინერალური რესურსები
  • ძვირფასი ქვები
  • ქართული ფოლკლორი
  • ხალხური მედიცინა
  • ქართული სამზარეულო
  • საბრძოლო ხელოვნება

წიგნი საინტერესოა, როგორც  მკითხველების ფართო წრისთვის, ასევე პროფესიული კუთხით. იგი დიდ დახმარებას გაუწევს სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებს და საერთოდ, ყველა დაინტერესებულ მკითხველს.