თეა ირემაშვილის წიგნი „უხილავი იარები“
თეა ირემაშვილის წიგნი „უხილავი იარები“ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ
ძალადობის ფორმას, ოჯახში ძალადობას ეხმიანება. აღნიშნული საკითხი,
საზოგადოებაში სენსიტიური თემაა, ვინაიდან სპეციფიურია და ხორციელდება
ოჯახის წევრის (ების) მიერ, სხვა ოჯახის წევრის (ების) მიმართ. გაბატონებულია
მოსაზრება, თითქოს ძალადობა, მხოლოდ ცოლ-ქმრის კონფლიქტის დროს
წარმოიშობა, რაც არასწორია, ვინაიდან მსხვერპლი მეუღლის გარდა, შესაძლოა
იყოს, მშობელი/მშვილებელი, შვილი/გერი, ბებია და ბაბუაც. ძალადობა
ვლინდება აგრესიაში, შეურაცხყოფაში, სასტიკ მოპყრობაში, წამებაში,
ხელყოფაში, მუქარაში და იძულებაში. აღნიშნული ქმედება, ხშირ შემთხვევაში
იწვევს ფიზიკური და ემოციური წონასწორობის დარღვევას, რომელიც არც თუ
ისე იშვიათად, ფატალური შედეგით მთავრდება.
შეაჩერე ძალადობა, იყავი ხისტი და ცალსახა წინააღმდეგი, ოჯახში
განხორციელებული (და არა მარტო) ძალადობის მიმართ. დაეხმარე
სახელმწიფოს, გადაარჩინოს მსხვერპლი და ჰქონდეს, მყისიერი რეაქცია ჩადენილ
დანაშაულზე.
რომანში ქართველი ქალის რთული და მტკივნეული გზაა აღწერილი; გზა,
რომელსაც წიგნის მთავარი გმირი საბედისწერო გადაწყვეტილებამდე მიჰყავს.
მსხვერპლი ქალის ბრძოლა ყოველდღიურობასთან და საზოგადოების ნაწილთან,
არც ისე მარტივი აღმოჩნდება და დაშვებული შეცდომებიც ეკლიანი გზის გავლას
ართულებს.
უხილავი იარების არსებობა, დაფარული, სხვისთვის შეუმჩნეველი
მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ნებით თუ უნებლიედ, ამოფარებულია ნიღაბს
და ცდილობს დამალოს ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც უწევს ცხოვრება.
როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მსხვერპლი ქალი და რა გახდება მისი მთავარი
მამოძრავებელი ძალა, ამას წიგნის მკითხველი აღმოაჩენს, ამასთანავე,
გააცნობიერებს საზოგადოების როლს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და
საკითხზე ხმამაღლა საუბრის მნიშვნელობას გაიაზრებს.