ლანა გოგიას წიგნი, ლაბირინთი წყვდიადში"
ლანა გოგიას წიგნი, ლაბირინთი წყვდიადში" - სათავგადასავლო და ფენტეზის ჟანრს მიეკუთვნება.რომანის პერსონაჟები გადიან ერთგვარ ,,შეცდომების გზას გამოსწორებისთვის".
რომანში შეხვდებით უსახო სხეულს, რომელმაც მრავალგვარი ნიღაბი მოირგო და დაავიწყდა მისი რეალური სახე. კაცს, რომელიც იჟინებს, რომ ჯვარცმა საკუთარი თვალით ნახა. მკითხველი იმოგზაურებს ,,დემონების ხეივანში" სადაც შეხვდება კეთროვნებს და მათზე მონადირე ავაზას, ხეივანს სადაც ,, ჰაერში იბნევიან ლამაზი მელოდიები და მას დარდები ქმნიან". ასევე გაიცნობს იზაბელას და მის ტრაგიკულ ისტორიასაც მოისმენს.
,,ლაბირინთი წყვდიადში" - თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ადამიანის სულში მოგზაურობის მცდელობა, რომელსაც თითოეული ადამიანი თავისებურად აღიქვამს. ვინ არის ადამიანი და რას ესწრაფვის იგი? შესაძლებელია თუ არა ცოდვილი სულის გადარჩენა? როგორ შეიძლება განასხვავო და განკურნო სულის სხეულის და სულის გონების სნეულებანი? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის საპოვნელად დაემგზავრეთ მთავარ პერსონაჟს კაცთაგან მივიწყებულ მამულში, რომელიც დემონების ხეივანს უკავშირდება და სადაც ისე ვერ მოხვდები, თუ ქვის ძელზე ამოტვიფრულ წარწერას არ წარმოთქვამ: ,, მიივიწყებენ, გზას ლამაზს და რთულად სავალს, ერთ დროს ნაფერებს და აღტაცებულს, შემდეგ კი ხელახლა აღმოაჩენენ და ხელახლა გაჭრიან ბილიკებს , რომ ეთაყვანონ. ასე იყო და იქნება კიდეც, გზა რომც დაივიწყო, თვითონ სახლი მიგიყვანს გზასთან".