ზოია კობახიძის ნოველები
თანამედროვე ავტორის ზოია კობახიძის ნოველები ძირითადად ეხება სიყვარულის თემას. ყველა ნოველა სხვადასხვა შინაარსისაა, ერთი შვილმკვდარი ემიგრანტის ცხოვრებას ეხება, მეორე თავდადებული დედის ზრუნვას ნაშვილებ ავადმყოფ ბავშვზე, რომელსაც დიდი მცდელობის შემდეგ გაუკეთდება ოპერაცია და გამოჯანმრთელებას იწყებს, მესამე მოძალადე დედინაცვლის მიერ ქონების მითვისებას, რომელიც კრახით სრულდება, ყველა ნოველას კი მაინც მთავარ მოტივად გასდევს, მკითხველისთვის კარგი განწყობის შექმნა (რაც, როგორც ჩანს ავტორის ბუნებიდან მომდინარეობს) და ამიტომ ყველა ნოველას კეთილად ამთავრებს და ყველგან სიყვარულს აზეიმებს.