როგორ აღმოვაჩინოთ მიზანი - მოტივაციის ხუთი ფორმა, დოქტორი ჯო დისპენზასგან

 

  1. მიზანმიმართული მოტივაცია

ეს არის მოტივაციის პირველი, უმაღლესი ფორმა. ამას ასევე შეიძლებამისიაანმოვალეობა ვუწოდოთ: მაშინ როდესაც შთაგონებული ხართ უმაღლესი მოწოდებით, მიზანდასახულობის განცდით, რომელიც გიბიძგებთ ხედვამდე - საკუთარ თავზე უფრო დიდ ხედვამდე. როცა მიზნად გაქვთ  დასახული, ემსახუროთ სხვებს ან შეცვალოთ სამყარო რაიმე გზით. ეს მაშინ ხდება, როდესაც გაქვთ მოწოდება. გსურთ რაც შეიძლება მეტ ადამიანზე მოახდინოთ გავლენა. სხვების მსახურებაა ის, რაც დილით სისხამზე საწოლიდან ადგომისკენ გიბიძგებთ.

ვფიქრობ, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს იმის გაგება, თუ რას ნიშნავს, გქონდეს უმაღლესი მიზანი, რადგან ჰგონია, რომ ეს რაღაც გრანდიოზულ ან მიუღწეველ რამეს უნდა ნიშნავდეს. ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ ისტორიაში ადამიანები, რომლებსაც აშკარად ამოძრავებდათ გრანდიოზული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს სამყარო. უბრალოდ, წარმოიდგინეთ უდიდესი ნოვატორები, ფილოსოფოსები, აქტივისტები და თქვენს გონებაში ამოტივტივდებიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული მისიით იყვნენ მოტივირებულნი.

როდესაც ემსახურებით მისიას ან მიზანს, თქვენ ცდილობთ შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. და ეს შეიძლება მოხდეს თქვენი სამყაროს მასშტაბით - თქვენს ოჯახში, თქვენს კომპანიაში, თქვენს წრეში.

  1. პირადი რწმენის მოტივაცია

ეს მაშინ ხდება, როცა ამბობ: ,,მე ვაპირებ ამის გაკეთებას, რადგან ვთქვი, რომ გავაკეთებ ამას". თუ რწმენით მოქმედებთ, თქვენ გიწოდებენთვითმოტივირებულ ადამიანს; დისციპლინირებული და ინიციატორი ხართ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც გაქვთ მისია; ხედვა, მიზანი,... თქვენ, ბუნებრივია, ასევე გაგაჩნიათ პირადი რწმენა, მოსაზრება.

  1. ეთიკური მოტივაცია

მოტივაციის შემდეგი ფორმა არის ეთიკური მოტივაცია, ანუ მორალზე დამყარებული მოტივაცია. ეს არ არის მოტივაციის არც უმაღლესი და არც ყველაზე დაბალი ფორმა; რაღაც საშუალოა.

ეს შეიძლება იყოს მოტივაციის არაშორსმჭვრეტელი ფორმა; რადგან ყველაფერი, რაც გვაპოლარიზებს, მოიცავს ერთგვარ განსჯას, რომელიც ავიწროებს ჩვენს შეხედულებას და გავლენას. ასე რომ, თუმცა შეიძლება მოტივირებული იყოთ ეთიკის ძლიერი გრძნობით, მაგრამ არ გქონდეთ პირადი რწმენა, მოსაზრება ან უმაღლესი მიზანი.

მაგრამ ჩვენი კვლევებიდან ვიცით, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიზანმიმართული მოტივაცია და პირადი რწმენა, მოსაზრებები, ასევე გააჩნიათ ეთიკისა და მორალის დიდი გრძნობა. ოდესაც მოტივაციას გვაძლევს რაღაც უფრო დიდი, ვიდრე - საკუთარ თავ, ეს ასპექტი თავის ადგილზე დგება.

  1. თვითგანდიდების, თვითამაღლების მოტივაცია

მოტივაციის მომდევნო ფორმას ეწოდება თვითგანდიდება ანეგოცენტრულიმოტივაცია. თუ მოტივაციას გაძლევთ აღიარება, სტატუსი ან პოპულარობ, თქვენ მოტივირებული იქნებით თვითამაღლებით.

როგორც ვიცით, ეს არ არის მოტივაციის მაღლესი ფორმა და მის ფარგლებში მიღწეული ნებისმიერი მიღწევა, როგორც წესი, ხანმოკლეა კმაყოფილებისა და გავლენის თვალსაზრისით.

და მაინც: ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიზანმიმართული მოტივაცია, პირადი რწმენა და ეთიკის ძლიერი გრძნობა, ბუნებრივად იძენენ აღიარებას. თქვენ შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ, როგორც მოტივაციის უმაღლესი ფორმების გაუთვალისწინებელი,გვერდითი ეფექტი“.

5. ფულადი მოტივაცია

, ალბათ, ყველაზე ნაკლებ ახსნას საჭიროებს. ფულადი მოტივაცია მოტივაციის ყველაზე დაბალი და ეგოისტური ფორმაა; მხოლოდ ფინანსური სარგებლით მოტივირებული ადამიანები ყოველთვის, პირველ რიგში, საკუთარ მოთხოვნილებებზე ზრუნავენ.

ახლა უამრავი ადამიანია შეპყრობილი დოვლათის მოპოვებით და, თუ ეს თქვენი ერთ-ერთი მიზანია, ამაში ცუდი არაფერია. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც შთაგაგონებ - რა პრინციპები წარმართავს თქვენს აზრებს, გრძნობებსა და ქცევას. ჩნდება კითხვა: რატომ ისწრაფვით სიუხვისკენ?

თუ მხოლოდ ფულით ხართ მოტივირებული, შეძლებთ სიმდიდრის მოპოვებას, მაგრამ თქვენს ცხოვრებას, სავარაუდოდ, არ ექნება უფრო ღრმა მნიშვნელობა და დანიშნულება. და პირიქით:  თუ გაქვთ მიზნის ძლიერი გრძნობა, ღრმა პიროვნული რწმენა, მოსაზრება, ძლიერი ეთიკის გრძნობა და მიაღწიეთ გარკვეულ აღიარებას, მაშინ ფული თავისთავად მოვა.

 

თქვენი შეხედულების გაფართოება

მოტივაციის ხუთი ფორმის გააზრება ზრდის თქვენს თვითშემეცნებას. არ აქვს მნიშვნელობა, იერარქიაში სად მოათავსებთ მოტივაციის თქვენს ამჟამინდელ დონეს; თავარი, რომ არაცნობიერი გახადოთ ცნობიერი,  ათა  გადაწყვიტოთ, ვინ გსურთ იყოთ.

არაერთხელ მინახავს ადამიანები, რომლებიც ამ პრაქტიკას შეუერთდნენ დიდი სიმდიდრის მოპოვების მიზნით. მათ შეიძლება ამოძრავებდე დიდებისა და სტატუსის სურვილი და შეუძლიათ რეალურად მიაღწიონ მიზნებს, რომლებიც დასახეს ამ ღირებულებათა ფარგლებში.

მაგრამ გარდაუვალია ის, რომ, როგორც კი ისინი ოიპოვებენ სიმდიდრეს, დიდებას ან აღიარებას, მათ დაეუფლებათ სიცარიელის განცდა. მოუნდებათ, იყვნენ რაღაც უფრო დიდის ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისთვისაა ეს ყველაფერი?

და ეს მშვენიერი მომენტია, რადგან ეს ნიშნავს, რომ მზად არიან, გააფართოონ საკუთარი შეხედულება სამყაროზე და მეტი წვლილი შეიტანონ სხვა ადამიანთა ცხოვრებაში.

 

და ბოლოს, გაგიზიარებთ იმას, რაც ვუთხარი მონაწილეებს ჩვენს ბოლო შეხვედრაზე - სწორედ თქვენი საკუთარი პრაქტიკა შეიძლება იყოს თქვენი მიზანი.

თქვენ შეგიძლიათ დაუთმოთ დრო და ენერგია სხვებს. ეს მისია შეცვლი მსოფლიოს ნაწილს. შეგიძლიათ ადგეთ მედიტაციის შემდეგ, როგორც სხვა ადამიანი - ის, ვინც აპირებს ვარჯიშს ღია თვალებით; ის,  ვინც აპირებს შეცვალოს სამყარო სიყვარულის, ყოფნისა და სიკეთის მეშვეობით. ეს ასევე მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის და ესაა უანგარო მიზანი.

შეგიძლიათ დაიჭიროთ თავი რეაქტიულობის მომენტებში და ჰკითხოთ საკუთარ თავს: ,,რას მოიმოქმედებდა  სიყვარული?" და შემდეგ შეცვალ თქვენი რეაქცია, რაც საშუალებას მოგცემთ, იყოთ უფრო ყურადღებიანი ოჯახისა და საყვარელი ადამიანების მიმართ, ასევე გახდეთ მაგალითი თქვენი შვილებისთვის. მათ, თავის მხრივ, შეუძლიათ შეცვალონ სხვა ადამიანების ცხოვრება საკუთარი პრაქტიკის მეშვეობით, თუ მიჰყვებიან იმ მაგალითს, რომელიც თქვენ შექმენით მათთვის.

ყოველ ჯერზე ასეთი მოქმედებით თქვენ ავითარებთ საზოგადოებას  და ცვლით სამყაროს.

მნიშვნელოვანია, ჰკითხოთ საკუთარ თავს, სად ხართ ახლა და საით მიექანებით, და რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშნელოვანი. და, როდესაც საბოლოოდ აღმოაჩენთ თქვენს მოწოდებას, ეს არ იქნება მხოლოდ ის, რა გიტრიალებთ გონებაში; ის თქვენთვის ინტუიციური გახდება. ეს არ იქნება ის, რასაც მხოლოდ აზროვნებითა თუ ენით ამოიცნობთ - ის დამკვიდრდება გონებაში, სხეულში, გულსა და სულში.