მორალის ექო
წელი: 2021
მარაგში20.00 GEL
ნაწარმოების სახელწოდება მისი მთავარი გმირიდან მომდინარეობს. რომანი „მორალის ექო“ ცხოვრებისეულ თემაზეა დაწერილი. იმ ცხოვრებაზე, რომლითაც ზოგადად ცხოვრობს ინდივიდი თუ საზოგადოება. მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ავტორი უფრო ღრმად ჩასწვდა ცხოვრებისეულ კულუარებს, კანონებს თუ უკანონობას და წარმოგვიჩინა ინდივიდის ცხოვრება, ინდივიდისა, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს, საზოგადოებასთან აქვს კავშირი, მაგრამ ლაბირინთშია მოქცეული.