ტვინის ფოკუსი
წელი: 2022
მარაგში15.00 GEL
ეს ამბავი მოხდა საქართველოში, თბილისში. ამბავია ბიჭზე, რომლის გარშემო სულ რაღაც ხდება. ეს შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. ჰყავს მეგობრები, რომლებსაც შეხვდებით, გაიცნობთ, ზოგს დაუმეგობრდებით, ზოგსაც შეიძლება ვერც გაუგოთ.
წიგნის წაკითხვის შემდეგ სრულიად შეიცვლებით, რა თქმა უნდა, კარგისკენ. გაიგებთ, რა არის ცუდი და კეთილი; ასევე გაიგებთ მუდამ კეთილია დასასრული, როგორც ზღაპრებში, თუ ცხოვრება სიურპრიზებს გვთავაზობს.
ამბავი იქნება არა ჩვეულებრივ ბიჭზე, არამედ საკმაოდ მებრძოლ ადამიანზე, შემდეგში წარმატებულზე; ის მოგვიყვება, ამ ყველაფერს როგორ მიაღწია; განა არ ჰქონდა მას გზაზე დაგებული ხაფანგები? არ შეხვდა შური და ბოღმა? ამ ყველაფერზე პასუხს ამომწურავად თავად წიგნი გასცემს.