როგორ შევცვალოთ სკოლა ოჯახი საზოგადოება

წელი: 2024

მარაგში

ავტორი:ეთერ კაკალაძე


30.00 GEL

ISBN:978-9941-9882-3-3
გამომცემლობა:საგამომცემლო სახლი წიგნი+ერი
გვერდების რაოდენობა:252
ფორმატი:15-21სმ

წიგნი პასუხს სცემს იმ მოთხოვნებსა და პრობლემებს, რომლებიც სკოლასა და საზოგადოებაში გაჩნდა ბოლო დროს (ოჯახების ნგრევის მაღალი კოეფიციენტი, მოზარდთა დანაშაულობები: აგრესია, ძალადობა, ბულინგი, სუიციდი, მკვლელობები და ა.შ.).

 

სწორად შერჩეული მასალა, ხალხური სიბრძნე და პირადი გამოცდილება, სამუშაო ფორმები, აქტივობები, ცხოვრებისეული მაგალითები საინტერესოს ხდის სახელმძღვანელოს. ავტორი სკოლისა და ოჯახური აღზრდის ყველა პოზიციიდან ხედავს პრობლემას და ცდილობს, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს მოზარდს, მშობელს, მასწავლებელს.

 

სახელმძღვანელოს თავისებურება ის არის, რომ მასალები თითქმის მთლიანად მოზარდთან დიალოგის, კითხვა-პასუხის, საუბრის ფორმითაა წარმოდგენილი, რაც მას უშუალობას, ფიქრსა და განსჯას ასწავლის.

 

კომპილაციური წესით შედგენილი სახელმძღვანელო გაჯერებულია გამოჩენილი პედაგოგებისა და ფსიქოლოგების ნააზრევით (სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, დიმიტრი უზნაძე, თომას გორდონი, ვირჯინია სატირი, ბენჟამენ სპოკი, გრაფი ჩესტერფილდი..), რაც ხელს უწყობს აზროვნების, მსჯელობის, დაკვირვებისა და აზრის დაფიქსირების უნარის გამომუშავებას. ამავე დროს წასაკითხად და გასაანალიზებლად შეთავაზებული ტექსტები, სპექტაკლები, კინოფილმები მიზნად ისახავს წიგნიერებისა და ინტელექტის დონის ამაღლებას მოზარდში.სახელმძღვანელო შესაბამისობაშია აღზრდის თანამედროვე მეთოდებთან.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ძირითადად საბაზო და საშუალო საფეხურის კლასის დამრიგებლებისა და მე-8-9-10-11-12 კლასების მოსწავლეებისათვის, რადგან არის დამხმარე სახელმძღვანელო დაწყებითი და საბაზო საფეხურებისათვის. საგანი უნდა ასწავლოს სკოლის ფსიქოლოგმა ან საგნის სწავლებისგან გათავისუფლებულმა კლასის დამრიგებელმა, ან მასწავლებლობის მაძიებელმა, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოზარდებთან მუშაობის უნარ-ჩვევები: მოზარდი დაარიგოს, მიუთითოს, ჩახედოს თვალებში, სულში და გაიგოს მისი სუსტი და ძლიერი მხარეები, იცნობდეს თითოეულ მათგანს, აკვირდებოდეს და წვრთნიდეს – ეს კი ყველას არ შეუძლია!

მიტანის სერვისი

მარლენ ავჭალელი

მარლენ ავჭალელი

სამეცნიერო-პოპულარული

2023

30.00n

ჩვენი ღირსებანი ტომი 5

ჩვენი ღირსებანი ტომი 5

სამეცნიერო-პოპულარული

2016

35.95n

ჩვენი ღირსებანი ტომი 3

ჩვენი ღირსებანი ტომი 3

სამეცნიერო-პოპულარული

2015

35.95n