საკითხავი ემიგრანტებისთვის ... და არა მხოლოდ
წელი: 2025
მარაგში10.00 GEL
დონარა მანჯავიძე გახლავთ ყოფილი ემიგრანტი. დაიბადა და გაიზარდა თბილისში. ემიგრაციაში იმყოფებოდა აშშ-ში. გადაიტანა ყველა ის სიძნელე და გაჭირვება, რაც ყველა ემიგრანტმა. საქართველოში დატოვებული ჰყავდა ოჯახი: დედ-მამა, მეუღლე, შვილები. ემიგრაციაში ყოფნის სიმძიმე, რაც სხვა ემიგრანტებისთვისაც კარგადაა ცნობილი, აისახა მის ლექსებში, მოგონებებში, მოთხრობებში. ამჟამად საქართველოშია. ეს არის მისი პირველი საავტორო კრებული, რომელშიც შესულია არა მხოლოდ ემიგრანტობის დროინდელი, არამედ ადრე დაწერი ლირიკული ლექსებიც. ასევე იუმორით გადმოცემული მოგონებებიც. ამდენად საინტერესოა როგორც ემიგრანტებისთვის, ასევე ნებისმიერი მკითხველისთვის.