პიროვნების ოთხი ძირთადი ტიპი
ყველა ადამიანი უნიკალურია, ამაში ცუდი არაფერია. წარმატების მისაღწევად სხვა ადამიანების მიბაძვა არ არის აუცილებელი, საკმარისია საკუთარ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით ინდი ვიდუალური ქცევის სტილის ჩამოყალიბება.
თითოეულ ჩვენგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენი პიროვნების სტრუქტურას განსაზღვრავს.
ადამიანის პიროვნება არ იყოფა „კარგ“ ან „ცუდ“ კატეგორიებად. ის უნიკალურია და გამორჩეული, შესაბამისად განსხვავებული ღირებულებები და პრეფერენციები გააჩნია.
სიტუაციები და საგნები სხვადასხვა პერსპექტივიდან განსხვავებულად შეიძლება იქნეს დანახული და შეფასებული. ხშირად არ არსებობს „სწორი“ და „მცდარი“ პერსპექტივა; არის „განსხვავებული“ პერსპექტივა, რომელიც სხვადასხვა ხედვიდან გამომდინარეობს.
ფოტოზე გამოსახული მეტალის ფიგურა შვეიცარიაში, ჟენევაში დგას. ერთი მხრიდან ის იკითხება როგორც „OUI“ (დიახ), ხოლო მეორე მხრიდან – როგორც „NON“ (არა). საპირისპირო მხარეს მდგარი სხვადასხვა ორი ადამიანიდან რომელი აღიქვამს ამ სიტყვას სწორად? გამოსახულება გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ, შესაძლოა, ჩვენი პერსპექტივა ერთადერთი ჭეშმარიტი პერსპექტივა არ იყოს.