Правила и условия

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს https://www.tsignieri.ge/შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ https://www.tsignieri.ge/- ვებსაიტის გამოყენებას.
https://www.tsignieri.ge/
თქვენგან ან მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაციას იყენებს და ამუშავებს განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
https://www.tsignieri.ge/
გამოყენების წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ, ასევე, ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და ნივთის დაბრუნების პირობებს.


გთხოვთ, ვებსაიტის გამოყენებამდე გაეცნოთ გამოყენების წინამდებარე წესებს.

1. ტერმინთა განმარტება:
1.1.  წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს გააჩნიათ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა. ეს არ ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1.
 ანგარიში ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
1.1.2.
 ავტორიზაცია ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას;
1.1.3.
 გამოყენების წესები ნიშნავს წინამდებარე წესებს;
1.1.4.
 ვებსაიტი აღნიშნავს  https://www.tsignieri.ge/-, რომლის მეშვეობითაც ხდება სხვადასხვა მომსახურების გაწევას;
1.1.5.
 მომხმარებელი, მომხმარებლები ნიშნავს https://www.tsignieri.ge/-ზე რეგისტრირებულ ანგარიშს.
1.1.6.
 კომპანია, ჩვენ ან ჩვენი ნიშნავს https://www.tsignieri.ge/-, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1.1.6.
 მხარეები ნიშნავს კომპანიასა და მის მომხმარებლებს;
1.1.8.
 ოპერაცია მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
1.1.9.
 უნივერსალური იდენტიფიკატორები https://www.tsignieri.ge/- მომხმარებლების მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაცის სისტემაში და ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს https://www.tsignieri.ge/- დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
1.1.10.
 წვდომის კოდ(ებ) კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მომსახურებასთან წვდომისთვის https://www.tsignieri.ge/შესაძლოა, მიაწოდოს მომხმარებელს;
1.1.11.
 ხელშეკრულება მომხმარებლებსა და https://www.tsignieri.ge/- შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, თუ ასეთი არსებობს.
1.2.
 მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით, სადაც კონტექსტი იძლევა ამის საშუალებას.

2. განცხადებები და გარანტიები:
2. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.1.
 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, არის 18 წელს მიღწეული და ამავდროულად, არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი.
2.2.
 გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს https://perfect.skin.ge- მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.3.
 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
2.4.
 გაეცნო პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;
2.5.
 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.6.
 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.7.
 პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
2.8.
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული https://www.tsignieri.ge/- მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ https://www.tsignieri.ge/-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.9.
იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.10.
თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე,  https://www.tsignieri.ge/მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2.11.
მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს https://www.tsignieri.ge/- ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
2.12. https://www.tsignieri.ge/
ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია https://www.tsignieri.ge/- მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
2.13.1.
ვებსაიტზე განთავსებულ მონაცემებთან მისი მახასიათებლების შესაბამისობაზე;
2.13.2.
 მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე;
2.13.3.
 მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.

3. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება:
3.1.  მყიდველის https://www.tsignieri.ge/მომსახურებებით სარგებლობის წესი:
3.1.1.
 https://www.tsignieri.ge/- მომსახურებით მყიდველის მიერ სარგებლობისათვის:
მყიდველი რეგისტრირდება ვებსაიტზე https://www.tsignieri.ge/;
რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტასა და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებსაიტზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანისა და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
ნივთის შეძენისას მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება https://www.tsignieri.ge -ს მომსახურების წესებსა და პირობებს;
თუ მყიდველს უჩნდება დამატებითი კითხვა https://www.tsignieri.ge - მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს ელ. ფოსტაზე: info@tsignieri.ge


4. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები:
4.1.  მომხმარებლის სახელი დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო მომხმარებლის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი უნიკალური პარამეტრი.
4.2.
 პაროლი ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, https://www.tsignieri.ge/contact- მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით.  მომხმარებლის სურვილით პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას.
4.3.
 მობილური ტელეფონის ნომერი ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.5.
 მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს, შესაძლოა, განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის, ასევე, რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
4.6.
 მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ, შესაძლებელია, განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.


5. ავტორიზაცია:
5.1.  ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებსაიტზე გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
5.2.
 ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.


6. კლიენტის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება:
6.1.  ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ვებსაიტის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
6.2.
 ნავიგაციის ღილაკების საშუალებით კლიენტი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
6.3.
 მომხმარებელი დასტურის ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
6.4.
 პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ კლიენტის მისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, რომელზეც პროდუქტის ღირებულებას, შესაძლოა, დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
6.5.
 მომხმარებელი https://www.tsignieri.ge/contact- საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
6.6.
 მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით, თანდართული დაბრუნების პირობების მიხედვით.


7. https://www.tsignieri.ge/contact-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება:
7.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით ან საბანკო გადარიცხვით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
7.2.
საკრედიტო ბარათით ან საბანკო გადარიცხვით გადახდისას მიმღები არის კომპანია.
7.3.
 კომპანია მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით ან საბანკო გადარიცხვის გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
7.4.
 მყიდველი https://www.tsignieri.ge /-სთან ანგარიშსწორებას ახდენს https://www.tsignieri.ge/contact-ზე Visa / Mastercard ბარათით ან საბანკო გადარიცხვით.


8. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
8.1. https://www.tsignieri.ge/contact უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს ვებსაიტით სარგებლობის უფლება, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა  ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
8.2.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
8.3.
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს https://www.tsignieri.ge/contact- გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.


9. https://www.tsignieri.ge /contact- პასუხისმგებლობის შეზღუდვა:
9.1.  თქვენ თანხმდებით, რომ გაქვთ თავისუფალი არჩევანი, ისარგებლოთ თუ არა კომპანიის ვებსაიტითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი გადაწყვეტილებით, დისკრეციითა და რისკით.
9.2.
კომპანია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებსაიტზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს. შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებსაიტი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
9.3
კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენ მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგსაიტის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით https://www.tsignieri.ge/contact-დან ან მისი მომსახურებიდან.
9.4
თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენ ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებგსაიტზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
9.5
თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ვებსაიტი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის, ან ხაზების დაკარგვის, ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
9.6
კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
9.7 https://www.tsignieri.ge/contact
პასუხისმგებელია:
9.7.1
მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
9.7.2.
პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა:
10.1. წინამდებარე წესებისა და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
10.2.
კლიენტის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად https://www.tsignieri.ge/contact-სთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების  შეწყვეტას;


11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:
11.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
11.2.
მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილს წარმოადგენს საქართველო;
11.3.
ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
11.4.
თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.


12. ცვლილების შეტანა წინამდებარე პირობებში:
12.1. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებებს განახორციელებს https://www.tsignieri.ge/contact მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, განაცხადოს თანხმობა https://www.tsignieri.ge/contact- ნებისმიერი არხით სარგებლობისას.


13. ერთიანი ხელშეკრულება
13.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებსაიტთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებსაიტთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.