გადაგვარება
год: 2021
в наличии10.00 GEL
ადამიანები თავიანთი ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით, შუამდინარეთიდან მოყოლებული ცდილობდნენ უხვი მდინარის პირას, ნოყიერსა და ნაყოფიერ მიწაზე დასახლებას. ერად შედგომა და სახელმწიფოს ორგანიზება მხოლოდ იმ ხალხმა შეძლო, რომელმაც არ მიივიწყა ღირსეულ მამულიშვილთა ნაღვაწ-ნაამაგარი და პატივი მიაგო გმირი წინაპრის ხსოვნა, განიმტკიცა რწმენითი იდეალები, შეინარჩუნა ქვეყანა და მომავალ თაობებს შემოუნახა საკუთარი ქვეყნის მკვიდრთა სულიერი მხნეობა თუ გმირობის მაგალითები.
ადამიანის - ამ ღვთაებრივი ცხოველის ძლევამოსილება შეუზღუდავია. მას შეუძლია დაიმორჩილოს ან მოსპოს ნებისმიერი ცოცხალი არსება დედამიწაზე მიწაში, წყალსა თუ ჰაერში,მას შეუძლია მოსპოს თვისტომიც, რადგან ბოროტიც ისეთივე ნიჭიერია, როგორიც კეთილი. ამრიგად, მხოლოდ ზნეობრივი დოგმების კალაპოტში მოქცეული ადამიანის თავისუფალი ნება ქმნის იმ შემოქმედებით ატმოსფეროს, რომელშიც ვითარდება ადამიანის გონება და რითაც ვემსგავსებით სულიერად სამყაროს შემოქმედს.
სახელმწიფომ უნდა დაიცვას და უზრუნველყოს საზოგადოების თავისუფლება 10 მცნების ფარგლებში, რათა ადამიანს მიეცეს საშუალება განიმსჭვალოს სამყაროს შეცნობის ღრმა, იდუმალი გრძნობით. აღტაცებაში მოვიდეს ბუნების და საკუთარი ხელით შექმნილი სილამაზით და განიცადოს კეთილურთიერთობათა ბედნიერება!