ჯებირები
год: 2022
в наличии14.00 GEL
ახალგაზრდული რომანი, რომელსაც ავტორი გვთავაზობს, გამოირჩევა დაძაბული სიუჟეტითა და მძაფრი სიტუაციებით. ნაწარმოებში ასახულია ცხოვრება გზასაცდენილი უთვისტომო ბიჭისა, რომელიც თავს გარიყულად გრძნობს და მუდამ დაეძებს ადამიანებში სითბოსა და თანაგრძნობას. როდესაც გამოჩნდება ამის იმედი შემთხვევით გაცნობილი და დამეგობრებული ქალიშვილის სახით, ცხოვრებაც სავსებით ახალი გზით წარიმართება, სწორედ ამ დროს აღმოჩნდება ისეთი ფაქტები, რომლებიც გადაულახავ წინაღობად აღიმართება მათ შორის. ეს უმძიმეს დარტყმას აყენებს დაბადებით ფიზიკურად ისედაც სუსტ ყმაწვილს, რაც გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს მას. ამას თავის ბედისწერად მიიჩნევს და ყოველგვარი პროტესტის გარეშე ეგუება ცხოვრების მიერ გამოტანილ განაჩენს.