როგორ შევცვალოთ სკოლა ოჯახი საზოგადოება
год: 2024
в наличии30.00 GEL
კომპილაციური წესით შედგენილი სახელმძღვანელო გაჯერებულია გამოჩენილი პედაგოგებისა და ფსიქოლოგების ნააზრევით (სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, დიმიტრი უზნაძე, თომას გორდონი, ვირჯინია სატირი, ბენჟამენ სპოკი, გრაფი ჩესტერფილდი..), რაც ხელს უწყობს აზროვნების, მსჯელობის, დაკვირვებისა და აზრის დაფიქსირების უნარის გამომუშავებას. ამავე დროს წასაკითხად და გასაანალიზებლად შეთავაზებული ტექსტები, სპექტაკლები, კინოფილმები მიზნად ისახავს წიგნიერებისა და ინტელექტის დონის ამაღლებას მოზარდში.სახელმძღვანელო შესაბამისობაშია აღზრდის თანამედროვე მეთოდებთან.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ძირითადად საბაზო და საშუალო საფეხურის კლასის დამრიგებლებისა და მე-8-9-10-11-12 კლასების მოსწავლეებისათვის, რადგან არის დამხმარე სახელმძღვანელო დაწყებითი და საბაზო საფეხურებისათვის. საგანი უნდა ასწავლოს სკოლის ფსიქოლოგმა ან საგნის სწავლებისგან გათავისუფლებულმა კლასის დამრიგებელმა, ან მასწავლებლობის მაძიებელმა, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოზარდებთან მუშაობის უნარ-ჩვევები: მოზარდი დაარიგოს, მიუთითოს, ჩახედოს თვალებში, სულში და გაიგოს მისი სუსტი და ძლიერი მხარეები, იცნობდეს თითოეულ მათგანს, აკვირდებოდეს და წვრთნიდეს – ეს კი ყველას არ შეუძლია!