ნინველიდან სუპერმენამდე
წელი: 2021
მარაგში24.00 GEL
ადრე ოჯახში ვაჟის დაბადება ხშირად ღირსშესანიშნავ, უჩვეულო ამბად მიაჩნდათ. ბიჭის დაბადებით გამოწვეული სიხარული იმითაც იყო განპირობებული, რომ ოჯახს „გვარის გამგრძელებელი“ („სამამულე რქა“) გაუჩნდა. ბიჭს თავის დასამკვიდრებლად რაიმის დამტკიცება აღარ სჭირდებოდა, ვინაიდან მას უკვე ჰქონდა თავისი ადგილი და სივრცე.
დღეს ეს ყველაფერი სხვანაირად გამოიყურება. ბიჭებს სულ უფრო ხშირად აღიზიანებთ საუბრები მათ მამაკაცურობასთან დაკავშირებით. ეს მათი გამომწვევი ქცევებითაც კარგად ჩანს; ამასვე ადასტურებენ მედიასაშუალებებიც. მშობლებიც ხშირად ამჟღავნებენ დაბნეულობას ვაჟის აღზრდასთან დაკავშირებით. ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ახალგაზრდას დასჭირდა მედიკამენტოზური მხარდაჭერა სასკოლო სისტემასთან ადაპტირებისთვის. ეს უკვე სრულიად საკმარისი საბაბია იმისათვის, რომ შექმნილიყო წიგნი ბიჭების თემასთან დაკავშირებით.
წიგნი შეიძლება გახდეს კარგი მრჩეველი იმ თვალსაზრისით, რომ გააცნობიეროთ და იპოვოთ გზები, როგორ მოეპყრათ საკუთარ ვაჟს, განსაკუთრებით – კრიზისულ სიტუაციებში. აქ ვერ შემოგთავაზებთ აღზრდის იდეალურ მეთოდებს. ეს წიგნი უფრო საფუძველს შექმნის იმისათვის, რომ თვითონ განსაჯოთ, რა ახდენს პოზიტიურ ზეგავლენას თქვენს ვაჟზე. ჩაერთეთ ამ საქმეში. ნება მიეცით საკუთარ თავს, დაუშვათ შეცდომები, იკამათეთ მეუღლესთან, განვითარდით კიდევ და კიდევ. ნუ მოეშვებით, გამოძებნეთ დრო. თქვენი ვაჟი ამისათვის მადლიერი დაგრჩებათ.