ჩვენი ღირსებანი ტომი 11
წელი: 2019
არ არის მარაგში27.90 GEL
ჩვენი ღირსებანის მე-11 ტომი ქართულ საბრძოლო ხელოვნებას შეეხება
მკითხველი წიგნში გაეცნობა შუა საუკუნეების ძირითადი საბრძოლო იარაღის, მშვილდისა და ხმლის ქართული სახეობების გამორჩეულ თვისებებს, გაიგებს, რა არის დავითფერული, კალდიმი, გორდა, ფრანგული, ჭოლაური, ნაკუდაური; აღმოაჩენს, რომ ქვის სასროლ იარაღთა მრავალფეროვნებით საქართველოს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში. მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს ქართველთა მიერ გადახდილი ისეთი ბრძოლების აღწერა, სადაც განსაკუთრებულად გამოჩნდა ჩვენი სამხედრო ხელოვნების უპირატესობა სხვა საბრძოლო სისტემებთან შედარებით.